Saturday, June 21, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

მეხუთე დღე დაიწყო კვლავ გამეორებით.
ახალი მასალის თემაა:

  • გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები.
  • მოსწავლის ნიმუში.ბლოგზე მუშაობა: გაჯეტები,სურათი, გამოკითხვა, HTML 
პროექტში შესაძლებელია გამოვიყენოთ მასალები სხვადასხვა ლიტერატურიდან ან სხვადასხვა წყაროებიდან.იმისათვის, რომ არ დაირღვეს საავტორო უფლებები, აუცილებელია მივანიშნოთ ამ მასალასთან შესაბამისი წყარო.ეს მეტად მნიშვნელოვანია,რადგან ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს მსაგავს სიტუაციაში.ამიტომ წყაროს მინიშნება აუცილებლობას წარმოადგენს.

მოსწავლის ნიმუშ-პროექტის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა,რადგან ეს გვიადვილებს მოსწავლეს მივცეთ სწორი მიმართულება პროექტზე მუშაობის პროცესში.

კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ ბლოგი,გავიხსენეთ შესწავლილი მასალა და გავიმყარეთ ცოდნა.სიახლე იყო ჩვენთვის გაჯეტების დამზადება და ბლოგზე განთავსება.

შეუძლებელია მხედველობიდან გამოგრჩეს რაიმე ან პასუხგაუცემელი დაგრჩეს რაიმე შეკითხვა.ეს ჩვენი აქტიური და პროფესიონალი ტრენერის დამსახურებაა......... :) :)

No comments:

Post a Comment